მე და ძაღლი
⚫ მ ე დ ა ძ ა ღ ლ ი მე და ძაღლი მივყვებოდით შარას,- მეგობარი ჩემი, სათნო ძალზედ... ქედს ვუხრიდით ქარს, ნიავმა შვა რას, ჰა ღრუბელი დაახუროს ძელზედ! გავერიდე ხალხს, მორაგვულს ავ შრით... როს სიმშვიდე შეეფარა ქავთა*, შევხედე და უნებურად გავშრი- ძაღლი წამით ადამიანს ჰგავდა! მადლი უფალს, მომეჩვენა... არა... სხვებს ხრამი ხვდა, წილად მერგო ბარი! მე და ძაღლი მივყვებოდით შარას... ძაღლი,- ჩემი კარგი მეგობარი! ✏ *ქავი- გალავანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი