* * *
მცივა, მაგრამ მოვითმენ, იმხელაა სურვილი, მივალაგებ (მო)რითმებს- ავდგები და სულ ვივლი! ხეებს შორის- ხმელებში, ვებრძოლები მაქციებს! (გამომწყვდეულს, ხელებში, შიგადაშიგ მაციებს...) ცისნამგალა მზვერავად გამოდგება, ო, ვით მე... (არ გავხდები ჯერ ავად! მცივა... თუმცა, მოვითმენ!) პრდაღებულ მდინარეს, იქნება და დავუძვრე- მიმოვაბნევ დინარებს! (მცივა.. მცივა და ვუძლებ!) ვივლი, ვიხეტიალებ, ერთი, თუნდაც ორი თვე! ვწყევლი ოხერტიალებს- (მცივა, მაინც მოვითმენ!) ბოლოს, როგორც უძღები მივაკითხავ (მო)რითმებს! (ისეთებს გავუძელი- კანკალს ვეღარ მოვითმენ?!) თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი