მორფევსისაკენ
სადღაც სძინავთ, უჩუმრად, თავაწყვეტილ გრიგალებს!
ალბათ, სადღაც ღრმად სთვლემენ, ჩემი ორეულებიც...
ჩემი სული, დაღლილი,- ქარის მსგავსად გრიალებს
და გონება- კედრების, ძილებმორეულების!
მინდა ანგელოსივით... აღარ მინდა ალქაჯად...
ველოდები შუაღამეს- ფიქრებისგან გამყაროს!
მინდვრის ფარვანებივით შემოსეულ აზრთა ჯარს,
ზმანებისკენ ვუშვებ და ვერინდები სამყაროს.
სიმშვიდისკენ დაიწყო თვლა უკუღმა- შვიდიდან,
ძვრა შეწყვიტა გონებამ, მსგავსად მოლეულების!
და მე, როგორც არასდროს, ახლა, ისე მშვიდი ვარ!
ალბათ, სადღაც გიჟს გვანან- ჩემი ორეულები!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი