ერთხელ მეც
ერთხელ ვიწუწუნებ მეც, რა! ერთხელ დავყვები, მეც, სურვილს! მკითხავთ- რა ოხრობა გეცა? გკითხავთ- ულხინს, აბა, სულ ვის?! ერთხელ მეც გავახმობ ყამირს! ვინმემ გამიძელით ორ წამს... ცელქი პეპის მსგავსად ყვავილს- ერთხელ მეც წვიმაში მოვრწყავ... ვინმემ დამიჯექით გვერდით, ერთხელ მეც რომ მოვყვე ოხვრას! თქვენ- მე გამომიტანთ ვერდიქტს! მე- თქვენ შეგიკურთხებთ ოხრად! ხელებს გამომწყვდეულს, ცივს, სველს...- (იქნება და მეც კი მართობს...) ერთხელ მეც გამოვწევ პირველს! ერთხელ მეც დაგტოვებთ მარტოს! იქნებ, მეც მინდა ვთქვა რამე... იქნებ, რა ჯანდაბა მეცა... ერთხელ გამიძელით, რა, მეც! ერთხელ ვიწუწუნებ მეც, რა! თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი