წყეულ ქალაქს...
ლამის სული ამომართვას სიცხემ!
გავეცალო, უნდა, წყეულ ქალაქს!
ცრემლის გარდა- აქ მე ვერა ვიცხე...
ვერაფერი დავუტოვე დალაქს...
შევაფარე თავი, ჩემი, ხან სად!-
ხან ნესტიან, ღვინით სავსე სარდაფს...
ხანაც გავხდი მოსაწევის ხასა...-
ლამის ფასი დავუკარგე სადაფს!
აქ არაფერს არაფერი არ აქვს...
აქ საშველად ხელებსაც ვერ იქნევ!
შეველიო, უნდა, წყეულ ქალაქს,
თორემ, სული ამომართვას, იქნებ...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი