ალბათ


მიწას სუნი სდის,- იწვიმებს!
                                                         ალბათ...
ალბათ, დავგეშავ რაშს, ისევ, დილას
და მისამართის, გამოკრულ, აბრას-
მზერას ვაჩუქებ, მწამს, იმ სევდიანს...

ფიქრში გიხელთებ მოსაფერებლად!
ყიჟინას დავსცემ გაოფლილ მერანს...
     შენ სწვდები, იღებ,- მოსაფარებლად,
ტახტის მოაჯირს დაკიდულ პერანგს

და მზერას მესვრი- ორგზის ნატყვიარს!
...და ისევ მტოვებ, ვით ფიჭვებს- კვარი!
ბალიშებს, ჩემსას, ისევ ატყვია,
ნარჩენი შენი- 
                                ქერა თმის კვალი!

ო, ვეღარ ვუძლებ ხმას, ფიქრთა ალყის!
და ალბათ, დროა,- ხელის გაშვების...
(ეს რუტინული ხმა, ფლოქვის აყრის-
რატომ ჩამესმა, ნელი რაშების?!

და მიფრთხო ფიქრი... და მიმატოვა!)
გზა ჩემს წინ მოსჩანს, ო, ისე გრძელი...
ვიღლები, რადგან მაწვიმს, მარტო ვარ
და გზის დასასრულს შენ აღარ მელი!

ისევ სუნი მცემს... წამოწვიმს,  ალბათ...
ალბათ, დავგეშავ რაშს, ისევ, დილას...
და მისამართის, გამოკრულ, აბრას
მზერას ვაჩუქებ, ალბათ, სევდიანს...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი