თავი ეხდება...
თავი ეხდება ვნების სარკოფაგს!
ეჭვი, შორს მდგარი, წუხს და ბოლთას სცემს!
წამიც და დაჰყრის ღვარძლებს საყოფად,
შესაბრალებლად- ღაწვზე შობს, მწამს, ცრემლს...
შენ სათუთად კრეფ ზეწრებს- ქვეშ ნაგებს...
კეკლუცად დგები ჩემთან პირისპირ
და რდუნებით გვიშლი ქვეშაგებს-
ნაკეცი- ნაკეცს, პირი- პირის პირ...
და მერე ღელვა,-
ღელვების ფენა...
მერე ლოდინი, თრთოლვით, რინდებით...
მე ახლა ძალმიძს გასწავლო ფრენა...
(მჯერა, უჩემოდ არ გაფრინდები!)
და როს მოვრჩებით ,,თარეშებს სკვერში"-
ავყრით სათუთად გაშლილ ქვეშაგებს!
მე ,,ნალს" ავკეცავ და ჩავდებ სკივრში,
შენ ქარში გაჰფენ ზეწრებს- ქვეშ ნაგებს.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი