მინდა გაქცევა


აღარ გამომდის გვერდის აქცევა,-
ცხოვრება მიჰქრის და მითრევს მისკენ!
მე- ფეხშიშველა მინდა გაქცევა,
მინდა გაქცევა, ჩემის სიყრმისკენ!

ყველგან თოვლია, ისევ ყინვები...
და ველოდები ყოველ წამიდან...-
მინდა, წუხილის, გაქრნენ, ხილვები,-
 მინდა მწველ მზე!                                   ლურჯი ცა მინდა!

ვდგავარ უხორცო და ამ ყოფაში- 
პირდაღებული, ვივიწყებ ფიქრებს
და ველოდები, ვით ბავშვობაში-
ციდან- ჯერ კიდევ, უბიწო, ფიფქებს!

არ მპატიობენ დღენი წაქცევას
და ხელით-თმაში მათრევენ მისკენ!
მე კი, გიჟივით მინდა გაქცევა!
მინდა გაქცევა- ჩემის სიყრმისკენ!

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი