გარდა უარის
შუაღამეა და ისევ შენზე,
მაწვალებს ფიქრი და ღელვა, დილის...
იცი?- მე შენთვის ყველაფერს შევძლებ!
ყველაფერს, თითქმის, გარდა- სიკვდილის!
ნიშნობა მინდა მყუდროდ და მწირად
და კაბას ვეტრფი, ლამის, ყველა ფერს...
მზად ვარ!- მე შენთვის ყველაფერს ვწირავ!
სიცოცხლის გარდა, ვწირავ ყველაფერს!-
რადგან უშენოდ...-
არც მინდა ფიქრი...
ჰო, ყოფა არის გარდაუვალი!
ხვალ მე ხელს გთხოვ და რაც გინდა ის თქვი!
რაც გინდა ის თქვი, გარდა- უარის!
თამთა მუმლაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი