თარეში
ტახტის თავს მოწნული კარავი...
თავლაში ცხენების თარეში!
მარეში- არ არის არავინ!
არავინ, ჩვენს გარდა,- არეში...
შენია, ჩემია- ეს კაბა!
სელზე დაფენილი ბატისტა...
შენთვის მოვლენილი ეკალად!
ჩემთვის შეკერილი არტისტად!
ეს აბრეშუმის წვივსაკრავი-
კუპრზე დაღვენთილს სანთლებს ჰგავს!
სითეთრე... სასმელი... საკრავი...-
ირევა!-
ვნებდები განგებას!
ვენეციური სარკე და
ვარსკვლავთა სხივები თვალებში...
ლაშქრობა ხალებთან და მკერდთან
თარეში... ალებში… თავლებში...
ტახტის თავს მოწნული კარავი...
ვნებები ფერების გარეშე!
მარეში- არ არის არავინ...
არავინ, ჩვენს გარდა,- არეში.
თამთა მუმლაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი