ხალხია რაცაა
ხალხია საშიში, თუ არი!
ხალხია საშიში, ჩემო, შენ!
მჭირდება, მოვუხმობ,-
უარი...
ვჭირდები-
ვისვენებ ჩეროში!
მდიდარი ვერაფრით მოვპირე!
უპუროდ გაძღა უპოვარი...
ხალხი? ო, ხალხია ორპირი!
ხალხია, რაცაა, რო არი!
სიკეთე ტრიალით, დუალით
აკეთე!
ახედე, რა ცაა!
ხალხია მზაკვარი, თუ არი!
ხალხია... ხალხია- რაცაა!
კაიბიჭობას კი ჩემობენ...
არცერთი არა ღირს- თუმანი!
ხალხია საშიში, ჩემო, შენ!
ხალხია საშიში- თუ არი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი