მდუმარე ტელეფონს


იცი?- ახლა უკვე
რვა ხდება!
ლოდინიც გავიდა
მერვე ფონს...
ვკითხულობ ჩემს თავთან- 
რა ხდება?!
და ვუცქერ მდუმარე 
ტელეფონს.

მწამს, სადღაც დამცინი
და უხმოდ
გავყურებ ბალიშებს,-
უცხოვრებს...
მითხარი, ახლა მე 
რა ვუყო,
ლოყაზე, ამ, ჯერაც
უცხო- ცრემლს?!

...და ვხედავ სივრცეში
ხელებს... შორს-
ბაქანს... მატარებლის
ცივ სადგურს...
გავხედავ საზიზღარ
ტელეფონს-
ძლიერ დუმს, სალეწი, 
კი არ დუმს!

ჩემგან რაღა გსურს, 
კი მარა...
კოცნები სულ, სულ თვლით
იბარე...
ჩვენს შორის იმ ერთმა
კი არა-
ოლიმპოს ღმერთებმა
იარეს!

დავკარგე!- მოვედი, 
მევე, გონს
და ეჭვმა, ეული, 
წამლეკა!
დავამსხვრევ, მომეცით,
ტელეფონს!-
არ რეკავს, წყეული!
არ რეკავს...

რვა გახდა! ღამეა! 
რვა გახდა!
ლოდინიც გავიდა
მერვე ფონს...
ეს ერთი დარეკვაც 
რა გახდა...-
ვყვირი და სულ ვთიშავ
ტელეფონს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი