საბიან!
გათენებამდე, ჯერ ისევ, დროა. ეს უმორჩილო ფიქრნი სად რბიან... ვით ჩაიბარეს აქეველთ ტროა- ისე გიბარებ, შენ- მე, საბიან! მიხსენი შენი საპყრობილიდან! ო, ისე გელი... დღენი გარბიან... იცი?- მე შენით შეპყრობილი ვარ! შეპყრობილი ვარ, შენით, საბიან! წაშლილს, მიცოცხლებ, შენ, ყოფიერ წამს! ღამე ფიქრების, შევისევ, ხროვას... და ალბათ, დილით, შეტყობინებას გამოგიგზავნი, მე, ისევ ხმოვანს! გათენებამდე სულ ცოტა დროა... ეს უმორჩილო ფიქრნი სად რბიან?! ვით ჩაიბარეს აქეველთ ტროა- ისე მიბარებ, ვიცი, საბიან!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი