იგნორი ცრემლების ღაპაღუპს...


(იგნორი ცრემლების ღაპაღუპს!)
რიგში პაციენტებს დაუყვა,-
ამოწმებს... გვიმოწმებს ჩაყლაპულს,-
ენის ქვეშ, მის გვერდზე, და უკან!

ბოლოა, რომ დღეს ავუხირდი!
(მფიტავენ! არ ვუსმენ ექიმებს!)
ავდივარ მთაზე და ვუყვირი-
-არ მინდა! 
(ვუჯერებ ექოებს!)

გიჟი ვარ, არა ვარ, თუ ვინ ვარ?-
ვკითხულობ, უბრალოდ, რა, ვცადე...
დამღალა ამდენმა ტყუილმა!
ჩავყლაპავ! ჩავყლაპავ,
 მაცადეთ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი