განშორება
ყვირი-
,,აღარ მინდა,- მორჩა!"
და ამძაფრებ ვითარებას.
ხელებს ვასავსავებ ურჩად.
(ხამს,- ბეჭედი ვით არ ებას...)
წამიც,-
თითზეც აღარ მაქ' რა...
ვეღარ მივწვდი შენს თამასებს...
ყველაფერი მესმის,
მაგრამ-
უმიზეზოდ?
და თან- ასე?
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი