მიდი, შენ, ვაშავ!
-მიდი, შენ, ვაშავ!
აჰა, შენც, ურავ
და დამიშინეთ- აგე, ლოდები!
ან, მაპატიეთ, ფიქრში შეცურვა
და ოცნებების ანგელოზები...
მე, ყოველ დილით, ვზივარ ნაპირზე
და ყოველ დილას ოცნებით ვიწყებ,
რომ, როგორც ზაფხულს დილის ნამს პირზე
და მირონივით- ამ ზღვის წყალს იცხებ...
-მიდი, შენ, ვაშავ! აჰა, შენც, ურავ!
და დამიშინეთ-
აგე, ლოდები!
...შენ, ალბათ, მყისვე, ზღვაში შეცურავ
და მე ნაპირთან დაგელოდები...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი