Duo primo mane...
დილით, თავთან, სკამზე, ისევ არეული ყრია პერანგები...
ორი პორსიგარა...- (ეშმაკმა დასწყევლოს...)
(რეკავს მაღვიძარა.)
როგორც საბრძოლველად, ქშენით წამოშლილი- ჭრელი ფერანკები,-
ისე იღრინება...- ჭირვეულ ქალივით კივის, მადუღარა.
(კარზე კაკუნია.)
ისევ კურიერი...
ვავსებ მევე გრაფას-
თეთრ ბლანკების დასტის (წყეული ტრემორი- დასტა ,,მიცვივდება"...)
და ვიღებ იმ კაბას (ნიშნობას რაც მეცვა...),
(ველი ტელეგრამას.)
მერე, ვაუთოებ, მერე, საწოლს ვაფენ...
(ყავა მიცივდება.)
(მოდის ტელეგრამა:
,,დამრჩა პორსიგარა...")
(რით ვეღარ მორჩი, რა...)
(სია, მაცივარზე.)
(ალბათ, დამიტოვე რეგისტრად, თუ რად...
თან...)
...და, როგორც წლების წინ (მაშინ შესაყრელად...) ვიდექი მორჩილად,-
ახლაც ისე ვდგავარ (თუმცა, მარტო ვდგავარ)-
რეგისტრატურასთან...
...დილით, თავთან, სკამზე,
(ახლა, მხოლოდ ჩემი)
ყრია პერანგები...
ერთი პორსიგარა...- (დასწყევლოს ეშმაკმა...)
(რეკავს მაღვიძარა.)
როგორც საბრძოლველად, ქშენით წამოშლილი- ჭრელი ფერანკები,-
ისე იღრინება...- ჭირვეულ ქალივით კივის, მადუღარა.
თამთა მუმლაძე ✏
(გაყრა.
ორი პირველი დღე.)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი