,,წერილი ნერუს..."
ნერუ, მეგობარო,
ვუბრუნდები...
ისევ ვუბრუნდები ქალაქს,-
წლებით...
უფრო დალხენილი... უფრო ნებით...
(არა, ვცრუობ! ვცრუობ!-
იძულებით...)
მიჰქრის მანქანა და მანქანები
ხან- გაგვისწრებენ, ხან-
მოგვრჩებიან,
რაღაც, ეშმაკის მრე მანქანებით...
გზა კი მიუყვება ნორჩებიან-
მზეზე ათქვირებულ ჭვავის ჭალებს.
(ჰოი, დრო იქ როგორ გამეპარა!
ახლა, ველი, მხოლოდ, ავის ჭავლებს...)
თითქოს, ყინავდა და არ მეფარა,-
ისე მცივა, ისე მაკანკალებს-
(წვიმას შეფარებულ ლეკვებივით,-
მსგავსად,- რომ დაუსხლტნენ მაგარ ქარებს
და მე გავიტაცე, ლეკებივით...)
მივდივარ... და ვითვლი გზაში, ნორჩებს...-
ბზები...
სამი წყება კოპიტების...
(ისე მეშინია არ გამომრჩეს,
თითქოს, ბანს მადებდეს კომიტეტი...)
მალე დასრულდება ნოემბერი...
მალე,- ზამთრის სუსხი დამატყდება!
ახლა, ბურუსში ვარ, ო, ,,იმფერში",
თითქოს, აღარ მინდა დამატება
ღვინის.
(მანდ გაძლება როგორ მიჭირს...
იცი?!-
დეპრესია მემართება...
წამით- ეს კალამიც აღარ მიჭრის...)
როგორც პაწაწინა, მე, მართვე და
როგორაც ობოლი თვალისჩინა-
ვხდები, ჰოი, ისე, ნერუ,-
მდარე...
(ვთხოვე და არ გაით-
ვალისწინა...
ჰოი, როგორ, როგორ ვემუდარე...)
...მიჰქრის მანქანა და მანქანები-
ხან გაგვისწრებენ და
მე- ვბრუვდები...
რაღაც ეშმაკის მზა მანქანებით,
ნერუ, წყეულ ქალაქს ვუბრუნდები!
---------------------------------------
ალბათ, გაგიფუჭე, ხასიათი...
ალბათ, ისევ ფიქრობ- ,,მე რომ არო..."
ნეტავ, იქ ვიყო და ცაციათი
გწერდე ამას, ახლა,
მეგობარო...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი