,,პარიზისკენ..."
მაგიდაზე- სამი ტომი სანიკიძე...
საათის კარს სამჯერ აღებს გუგული...
ჩაფრასტები- ჩემოდნებში... და საკინძე
და
(პარიზის მატარებლის გუგუნი...)
საპერანგე... ვიოლინო... (ჩემს ოდაში-
კაკუნი)
(ალბათ, უკვე, დრო თუ არი...)
,,-ჩემოდნები! -ჩემოდანი! -ჩემოდანი!"
( უხალხო,
ცარიელი ტროტუარი...)
,,-ბილეთები!"
(და რა ვუთხრა? - კი, თუ უარი...)
(შესვლა.)
ყველა ადგილს ეძებს.
(კარი...)
,,-ზის?" ,,-თქვენ?"
რეგალიე, რიტუალი, რიტუალი...
(მატარებელი დაიძრა.)
პარიზისკენ!
და გონებაც საით იწევს... საით იწევს...
გონება, თუ...
გონება, თუ...
თუ,- გული?!
მაგიდაზე- სამი ტომი სანიკიძე!
საათის კარს სამჯერ აღებს გუგული...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი