,,ათასი წვრილმანის მაღაზიაში..."
ჭავჭავაძეზე, ათას წვრილმანში,
მსურდა, საჩუქრად
(აზრთა გამხიდველს...)-
ბედნიერება! და ამ წვიმაში
მე მივესალმე, ჩემს წინ, გამყიდველს:
-ბედნიერება!- მისი საშენი-
თქვენის ნებართვით
(მფანტავს, თან, ხმები...),-
მსურს, ჩემთვის, ვნებაც!- ასი საჟენი
და სიყვარულიც იყოს თანმხლები!
-სულის სიამე- სამოთხის ოდენ...
(თან, ვფიქრობ, მინდა, იგი, თუ რაში?!)
-მე სევდაც მინდა- სამ-ოთხიოდე
და სიხარულიც!-
მთელი ტირაჟი!
ველი...
ღამდება და ჩადის, ახ...- მზეც!
დანებდა მთვარეს...
ბედს მიენება...
გრამობით წონა და დადო დახლზე-
შეუფუთავი ბედნიერება!
(მე, სევდიანი- აზრთა რაობით
და შემართებით- უკვე საჩხუბრად:)
-ბედნიერება არა- გრამობით!
და შემიფუთეთ- მეთქი, საჩუქრად!
(თავიდან წონის და მის ლოდინში-
ვებრძვი ფიქრთა ჯარს და აპათიებს!)
-იქნებ, იჩქაროთ...-
და მე ბოდიში-
იქნება, სწრაფად...-
მე, მაპატიეთ...
,,-სულის სიამე- სამოთხის ოდენ..."
(მესმის დუდუნი, რომ იმეორებს...)
,,-მე სევდაც მინდა- სამ-ოთხიოდე
და სიხარულიც,
ტომი- მეორე..."
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი