,,-კონსტანცა! -ჯეიკობ..."
(დრო, როს ცა- მზეს, მთვარემ მოსტაცა
და როცა, ოცნების ჯერ იყო:)
,,-ჰოდა, შენ, ძვირფასო კონსტანცა...,,
,,-ჰოდა, შენ, ძვირფასო, ჯეიკობ!
(ღრუბლები მისდევენ კონტრასტად
ღამეებს...)
,,-რა დელგმა დღე იყო..."
,,-მიყვარხარ, ძვირფასო, კონსტანცა..."
,,-მიყვარხარ, ძვირფასო ჯეიკობ!"
(ხელები...)
,,-სანთელს მე ჩავაქრობ..."
(გარეთ ქრის... გარეთ ქრის... თოვს ანცად...)
,,-მშვიდ ღამეს..., შენ, ჩემო ჯეიკობ!"
,,-მშვიდ დილას-, შენ, ჩემო კონსტანცა..."
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი