,ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი..."
(აფთიაქი...
რეკლამები...
ბანერი...
მესამეზე-, ,,N" ,,ბითლზებს" აღმერთებს...)
მე კი, ჩემი, იმერული მანერით-
მივუყვები მთაწმინდისკენ აღმართებს...
(სივრცე... ხევი...
ხევი... სივრცე... და კორდი...)
სახეს მიწვავს ის 9 სხივი- თბილი მზის!
ისევ ისმის ტელევიზორ ,,რეკორდში":
,,ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი..."
(მოლბერტები...
აზბესტების ბუხარი...
გონებაში, ქულად- ბუღი ქალაქის)
მეორეზე- კითხვას სწავლობს: ,,ბუ... ხარი..."
(მაკრატელი ილესება-
დალაქის...)
ჰე, ორგია მოუწყვიათ, აქ, ღმერთებს!
(პანთეონი- ჭავჭავაძის თილისმით...)
მესამეზე-, ,,N" ,,ბითლზებს" აღმერთებს...
მეოთხეზე- ,,ლაპარაკობს თბილისი..."
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი