,,-უკანასკნელი ,,სტანცია, მუსიე..."
(სარკე...)
(ფიქრი...-
,,-ეტიენ დე ვინოლი"...)
,,როლინგსტონი"- (ქუხს)
და ჯინსი ,,Wrangler"-ი...
და ძველებურ პატეფონზე ვინილი
ირწეოდა-
ღიღინებდა ,,ვაგნერი"...
წვიმა
(თავსხმა წვიმებია...
არ ივლის...)
თითქოს, აზრებს მირეცხდა და მე- ვფენდი...
,,დავიღალე!- წავალ,
ცოტას გავივლი!"
(-სანთებელა მომაწოდეთ, ,,ეფენდი:...)
(-გმადლობთ!-)
(ქუდი...)
(ავტობუსი...)
(კონტროლი...)
(და მინდვრებზე ამოშლილი კამუტი...)
მკლავს ნიღაბი- მოთამაშე კონტრ-როლის...-
მელოდება სახლში წაბლის კამოდის
ზედ- ჩარჩო
და მზერას მტაცებს მით ქალი,
რომ წლებია, წლები, თუმცა, მას უკან...-
სახე მისი,- თეთრი, როგორც მიტკალი-
ძველებურად შემომცინის!
(მუსიკა...-)
(რადიოში დემაგოგობს ვაგნერი...)
ჩემს წინ, მგზავრი- აფრიალებს დოსიეს...-
(გაჩერება...)
მე კი ვზივარ,- არ ვდგები...
(,,-უკანასკნელი ,,სტანცია"..."
,,-,,მუსიე"?!...")
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი