,,დავტოვო, მე უნდა, მულახი..."
ჭიხვინებს ნაჭედი ულაყი-
სვანეთის ჭაღარა მთებიდან...
დავტოვო, მე უნდა, მულახი
და დაე, მომკვეთონ თემიდან!
მეძახის ბებერი ლალვერი,
ვუმღერო- ,,ლილე" და ,,იავო"...
სანაცვლოდ არაფერს არ ველი,-
მარტო შენ ამყევი, ნიავო!
დავლაშქრო ფარი და გულიდა,
რუსავით გავტოპო ენგური!
გავძარცვო მკერდსავსე გულიდან-
თაფლივით ყვითელი მენქური...
გავთელო გზები, დახეთქილი!
თუ მღერის წისქვილის ერული-
ვიცეკვო ,,ფერხული",- ბეთქილის!
იქნება, ვიცეკვო ,,ცერული"...
მაღალ მთებს შევყვირო კოშკიდან,
ხმა- ექოს, ჩანგივით ავუწყო...
და მერე, მოვკვდები, ო, მშვიდად!
ო, მშვიდად, სიკვდილი აუწყონ,
აოკონ- ნაჭედი ულაყი-
სვანეთის ჭაღარა მთებიდან...
დავტოვო, მე უნდა, მულახი
და დაე, მომკვეთონ თემიდან!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი