,,საკუთრება- კერძო..."
(დრო-
ზაფხული.
საკუთრება-
კერძო.
ლურჯ ჯინსებში მომწყვდეული კოჭი...)
უკრავს ბანჯო და იღვრება ,,სკერცო",
მუხის კასრმა ამოწურა ,,სკოჩი".
(გალეშილი...)
-მოვალ გონზე!
(ხვალ-ზეგ...)
აზროვნებას აღარ ჰყავს პას-
ტორი!
ვისკი და მე-
არაქათის ზღვარზე!-
(იწერება ახალი ,,ლავ-
სთორი".)
ნახევარი გადაიქცა- ერთად.
ღიმილი და... ცრემლები და... ბანჯო...
და ,,ასი წლის შემდეგ ისევ ერთად
ვიქნებითო..."-
(უკვე მღერის პანჩო.)
მერე, ისევ, ენაცვლება ,,სკერცო"...
(დრო- ზაფხული.
საკუთრება- კერძო.)
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი