,,ქერჩის ქ. ხასიათი- დესპოტის..."
ქერჩის ქუჩა...ხასიათი- დესპოტის!
,,ეჰეი!"
(-თვალი ჩავუკარი მანეკენს...)
(სადარბაზო...) შინ, გაშლილი პასპორტი,
ელოდება კონსულის შტამპს. მან ეგებ...-
ეგებ, შეყრით სიყვარული ამყაროს!
(წამოვწექი და უკუღმა ავთვალე.)
,,-იქნებ, რამე მოვუხერხო სამყაროს,-
მომაწოდეთ ვარდისფერი სათვალე!"
ჰოი, როგორ ხმაურობენ ,,ყუთიდან"...
(თავს ვიქნევ, რომ ფიქრის ხროვა ხამს იმით
ვდევნო.) ორი... სამი... ოთხი... ხუთი და...-
,,-ჰე, რამდენი დამსევიან, ხავსივით!"
ურთიერთობას სტატუსად- ,,ახლართულს"
დავარქმევდი- იყო ვნება...
და შფოთიც!
ველი დღეებს, ისეთ დღეებს... ახ, რა რთულს!
(ქუჩა- ქერჩის. ხასიათი- დესპოტის...)
ველოდები, გამიცივებს, აირანს,
ჩემს მაცივარს- (ფირმა ,,ორსკი") მეორადს...
(,,,,ფანჯიკიძე"...-
გავიყოლებ, აი, რას!
თუ, ,,ბუვიე"..."-
(ვიხლიჩები, მე, ორად.))
ნეტავ, ბედი გადამკარგავს, მეტად, სით...
,,-ეჰეი! ცხელა, თავს იგიჟებს ივლისი!"
(ტელეფონი)
,,-მომიგზავნეთ, მე- ტაქსი!"
,, -მისამართი?"
,,- ქერჩის ქუჩა. თბილისი."
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი