,,ვინმემ დამიბრუნეთ ჩემი კესანები..."
ჰოი, მერამდენედ, ვიჩენ სულ მე ნებას- მზეზე გამოშლილი ყრია საბნებივით... სადღაც, შენი ქერა აფრქვევს სურნელებას- წიგნში ჩალაგებულ იასამნებივით... ვინმემ გამომირთეთ მოცარტ- რექვიემი- იქნებ, ისევ ვიგრძნო ფეხქვეშ ეს მიწა, მე... იქნებ, შეეცადო- ნაცადს...- რა ჰქვია იმ ხილულ საოცრებას, შენ, რომ მე მიწამე... მე ჩემს სივრცეს გჩუქნი, როგორც ცა- მართვეს, თან მწამს, ეგ გულიც, ისევ, მჩემობს, მესამედი... დროის მარწუხებმა, ისევ წამართვეს და ვინმემ დამიბრუნეთ ჩემი კესანები... თამთა მუმლაძე ✏ ეძღვნება ხათოს 💙
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი