,,წვიმების გამყიდველთან..."
(მშრალი ხიდი...
დილა...
წვიმის გამყიდველი, მე და ასთენია...)
,,-წვიმა, წვიმა მინდა!- თუმცა ლოყებს ხრუკავს, ისე მწველი მზეა..."
(დრო...)
დგას უსირცხვილოდ, იგი,- გამყიდველი, ღრუბელს ასცდენია
და მზის მსგავსად, სახეს, ახლა, უკვე მიწვავს, მისი მცველი- მზერაც.
ვდგავარ, ვეღრიჯები...-იქნებ, კი მომყიდოს წვიმა, უთენია...
ჰოი, არ ცალია!- მზერას არ აცილებს ქათქათა კოშკურებს...
მზერას არ აცილებს! თუმცა, ისე ვითმენ... (ვის არ უთმენია...)
მერე იღიმება, უცხოს მზის ამანათს სწვდება და ,,ხოშს" ურევს
და თან იფიცება: ,,-შვილებს გეფიცები და მე არ მგონია-
შვილის დაფიცება, გესმის?- შვილის! შვილის!- რამის გამო ღირდეს!
უკვე თვეებია, თითქმის წელიწადი- წვიმა არ მქონია,
ყველა პარტია, მე, თითქმის სულ შხაპუნა, მარტში ამოვყიდე!"
,,-იქნებ, კი გადადე შენთვის...შავი დღისთვის... თუნდ- მზის თანმხლებიდან...
იქნებ, უფრო მსხვილი, უფრო გაზაფხულის...- მსგავსი ტაროების..?
ნამატ ფასში, იქნებ... თუნდაც- აღებულში,- ნახე დახლები..." და
(როგორ სასიცოცხლოდ, წვიმა მჭირდებოდა...
ვლეწე თროები.)
მან კი, ჩაახველა. ისევ ჩაახველა,- ყელი ჩაიწმინდა.
ოქრო დავანახე- ვინძლო, არ ეგონოს, სიტყვა ისე ცვალა...
,,ცოტას ვიფიქრებო... მერე, ცოტას მოვწევ... მერე,- ჩაიც მინდა..."-
მერე, ოქრო თვალა...
კბილით შეამოწმა-
აზრი შეიცვალა-
პეშვით ამოიღო.., თავის ფასში მომცა!-
წვიმა წამოვიდა!
,,-განა, ბოროტი ვარ, განა შურიანი!- ვეღარ ვიმეტებდი,
(მისთვის დუდუნებდა...)
თუმცა გადამღალე! ყელში ამოვიდა..."
(მშრალი ხიდი...
შუადღე...
წვიმის თაღლითი და
მე... და იმედები...)
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი