საქანელები თოვლში


დღენი იწვიან, 
როგორც ფთილი, თან
შორს რბიან სწრაფად,
აქ- ანელებენ...
თოვლია! 
როგორ ბარდნის დილიდან...
და თოვლში დუმან 
საქანელები.
თოვს... 
ქარბუქს, როგორც 
ცხენებს- დეპეშა,
მოაქვს ყინვები 
და ვუძლებ ზამთარს...
თოვს.
ცას მოუვლის, 
ისევ და პეშვით
ჩამოყრის ფანტელს
და უკვე სამთა...-
ო, ცეკვა, სამთა, 
შეუცვლის სულ ნირს
გარემოს, ხან მალ-, 
ხან განელებით...
თოვს.
დუმან თოვლში, 
ვითარცა სულნი,-
თოვს.
თოვლში დუმან 
საქანელები...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი