ველვეტები ქარში
თოვლი...
ცეკვა...
ცეკვა ბერეტების...
ლოლო შემოკრული- არშიად...
კაბა ფრიალებდა ველვეტების...
კაბა,- შეკერილი ფარშივად.
სულში- ერთი-ორი იარა-ღა...
ქროდა ცივი ზამთრის ქარი და
ლოლოს იყენებდა იარაღად,
ვით ალესილ მახვილს ქარიბდა!
კალთებს ჩაუხევდა, მოგორავდა-
ვეღარ ელეოდა ქარი მთებს!
(თითქოს, ქარაფშუტა გოგოა და
სიკეკლუცით მოჰგავს ქარიტებს!)
თოვდა.
თოვლი...
თოვლი ბერეტების...
(და ცაც ცივ დეკემბრის ფერშია...)
კაბა ფრიალებდა ველვეტების,
კაბა, შეკერილი ფარშივად...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი