,,იანუს..."


ჰე, ჩემს წინ თრთოდა ორი ლავიწი-
კუნძულის მსგავსად უკაცრიელი...

      ახლაც ისე წვიმს, როგორც ავი ცის
წვიმდა და გვდევდა უკან წრიალით...

ვიშ!- მრავლდებოდა, ნაირ- მიკრობის-
ბრაზი და მერგო, მე, ვით ხედივი...-
როს ის სიწითლე, მინასმიკრობილ
სახეს- ასდევდა წარმტაც ხედივით!

,,ვშორდებით..."- როგორ უსიტყვოდ უთხრეს
თვალებმა ერთურთს და წამს გავშრი მით...
და მე ოთახში ვეძებდი კუთხეს,
რომ დამდგარიყო ჩემთან ბავშვივით...

დღესაც ეგ ბაგე- როგორ დუმს, ჩემო...-
კვლავ ორსახაა!
          (დახეთ იანუსს!)
მწამს, ეს გონებაც, ოღონდ უჩემო,
ახლაც შენს სახლში დახეტიალობს

და ისევ გეძებს, 
მგონი... 
რა ვიცი...
ალბათ, აუქმებს იქაც რიალებს...

      ჰე, ჩემს წინ თრთოდა ორი ლავიწი,
      კუნძულის მსგავსად უკაცრიელი...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი