რემა
მზე... კარვები... ღობე- ქვისა,
ვირჯინალზე- რე-მი...
ფლოქვი... ფლოქვი... ფლოქვი- ქვიშას
და ცხენების...-
რემა...
მიჰქრის... მიჰქრის... მზე ფილაქანს
ნარჩენ ქვიშას აცლის!
და მე, როგორც ლეშს- ფალანგა,
მიჭამს სულის ნაწილს...
ან დაინდობს ნეტავ ვისას...
მატყვევებდეს რომ არ...-
ფლოქვი... ფლოქვი... ფლოქვი- ქვიშას
და ცხენების...-
რემა!
მზის ფალანგა... მზის ფალანგა...
მზის ფალანგას ულაღს...-
ჰომ! ფაფარზე ზის ალაგს და
მზით გახვითქულ ულაყს
,,ეფერება"! მერე, ვიშ, რას!-
ცხრება სულის გვრემა!
ფლოქვი... ფლოქვი... ფლოქვი- ქვიშას
და ცხენების...-
რემა...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი