წერილი ნერუს


⚫ წერილი ნერუს

ხილვა, შენი, დღის მოტივად მიმდევს,
ახლა უნდა ,,ვაჩხარუნო" ინ-ანი!
ნერუ, ჩემო მეგობარო,
მიმდემ!
მეგობარი... 
იქნებ წმინდა ინანი...

მზე... 
მზე იყო და რიცხვები ამ თვის!
მღელვარებით ირხეოდნენ მიწანი...
მე საკინძეს ვისწორებდი, ჩემთვის
ვიღიმოდი და ღიმილით მიცანი!

დარბაზები... 
ჰარმონია ფერთა...
პოეტები... პოეტების ქარბუქი!
ოვაცია...- იყო ტაში... ფარდა...
და ჩემს თვალწინ მოწყობილი კაბუკი!

ხმა... 
შენი ხმა, ახლაც რომ ყურს- ზედ ზის,-
ჰე, ჩამესმა, თითქოს, ბაგეს ნება* სდითს.
შენი მკლავი, მსუბუქი და ზეზი-
მომეხვია! 
მომეხვია ნაბადის

მსგავსად... 
ახლა, უშენობა შალეს*
შემოიჭრა, ვით არს შხამი, იქედნეს
და ვინ იცის- რა ვწერე... რა ვშალე...
  მინის იქით ჩიტია და იქადნის...

იქნებ, უცდის... 
ამ ჩემს წერილს უცდის
და ეს მტრედი ჩემს სარკმელზე ამად ზის...
ჰე! მოვრჩი და გადავკეცე ხუთგზის!
ჩავაბარე, როგორც ხუთი ნამაზი!

ახლა ისე, ისე მინდა, წვიმდეს
და ვუცქერდეთ მისტერიულ დორამებს...

ნერუ!
ნერუ, მეგობარო, იმ დღეს,
გთხოვ, მომწერო,- გაგიჭირდეს თუ რამე!

ნერუ, ჩემო, 
მეგობარო, 
მიმდემ!

თამთა მუმლაძე ✏

* ნელა, დინჯად;
*შალე- სახლის ტიპი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი