,,cogito, ergo sum!"
ფეხით- ორი კვარტალი... (ვაკვირდები, მე, ტანდემს.) და ფიქრებით ვარ მთვრალი, გადამთვრალი- მეტადრე: ,,ქელვა... ქელვა და ცემა... სძვრება ფასი თილისმას! ეჰ, დაცემა... დაცემა მოჰგავს- ბასტილიისას! დარდი გავა მარტივით. თუ სირთულე ერგო სულს- უნდა გავამარტივო! ჰომ!- ,,კოგიტო, ერგო სუმ"! "- შევაგებე კვარს ტალი*, საკუთარ გონს ვენდე თან... ფეხით- ორი კვარტალი და ,,ვ-ინ", როგორც ვენდეტა! თამთა მუმლაძე ✏ *,,cogito, ergo sum!"- ,,ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ!" (ლათ.)- დეკარტი; *ტალი- მაგარი ქვა, კაჟი, რომლის კვესზე ჩამორტყმის შემდეგ აინთება აბედი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
კარგია