,,ნუ ზიხართ სახლში, მემ..."
,,ნუ ზიხართ სახლში, მემ...
ნუ ზიხართ სახლში, მემ..."-
უწყვეტად წერენ
(წამს ივსება დღიური.)
თითები... ,,მაკოცე!- ვაოკოთ სამშვინველ!"-
მეძახის!
მეძახის!
მეძახის-
თხიერი*.
დროს, სანამ ვიკრებდი ბოდბურის ნამს პირთან,-
დასცვივდნენ მელოტრონს, დაუსხლტდნენ ,,მი" და ,,სი",-
არარა არ იდგა ოცნების ნაპირთან
და ოქროდ ვაქციე!
(მე- როგორც მიდასი.)
ღამდება...
ღამეებს უხდებათ აღლიტონ
გრძნობები მარტოსულს,
(ვით ,,ფიქრებს"- მზე- მთას...)
(ავს...)
,,მომხედე! მომხედე, პატარა თაღლითო!"-
თითს ვუქნევ იმ გოგოს, სარკიდან რომ მთარსავს...-
,,ჰო შენ, შენ- თაღლითო, სად მე და სად გული?!"
ცრემლი სდის!
ცრემლი სდის, დამარცხდა!
(განა გრძნობს...)
,,სასმელი ილევა! შემდეგი სადგური!"-
ჰომ! ისმის ბრძანება და ,,მე" გზას განაგრძობს!
განა თუ იოკოს!
განა თუ იგუბოს!-
მდუღარეს იფრქვევა, ჩემსავით,
შადი* ცა...-
ზღვა ხალხი,
ხალხის ზღვა მოსდევდა იმ კუბოს...
იმ კუბოს,- წყეული გონება სად იწვა...
გარეთ კვლავ წვიმაა...
ქელეხი...
ახ...
შინ, მე
ნაწერებს თვალს ვავლებ...-
(დავცალე თხიერი!)
,,ნუ ზიხართ სახლში, მემ...
ნუ ზიხართ სახლში, მემ..."-
მახსენებს!
მახსენებს!
მახსენებს
დღიური.
თამთა მუმლაძე ✏
*თხიერი- ზოგადი სახელი ტყავისგან დამზადბული ჭურჭლის...
*შადი- ნაქსოვი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი