ნუ შვები
დაე, მოვკვდე და მზით ვიშვა,
დავიჩემო, როს ბევრი...-
ბარხატივით ნაზი ქვიშა,
კანი- ბრინჯაოს ფერი!
არაფურთან- პალმის ხე და
ჩირისფერი ,,ნუკრები"...
თვალს დავხუჭავ-ცხადლივ გხედავ,
რომ გავახელ-
ნუ ქრები!
მარტოობას ამოდ ჩემობს,
დაბერილი ,,ნუშები"...
ნუ აკეთე ამას, ჩემო!
ნუ აკეთებ,
ნუ შვები...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი