ერთი ნაბიჯით უკან აზრაელ


ერთი ნაბიჯით უკან, აზრაელ*!
ცა ისეთია, მოჰგავს გააფ-ხნულს...
ჩემი ცხოვრება დაღლის ას რაელს*
და ემსგავსება შეშლილ გაზაფხულს!

ჩემი სიცოცხლე- ფიცხი მერანი...-
სად გამაქანოს... ან სით წამლეკოს...
  შორს, სიყმაწვილეს, მწვავდნენ, მე, რანიც,
როგორც ფიქრები- არსით, ცამ ლექოს...

თუმცა, იმედით სავსე მათარებს
დაცლის დღეები,- პატარა მთები,
გასამრჯელოსთვის ხის ჯამს მატარებს
და სირცხვილისგან ვპატარავდები,

შენ მაინც უკან, უკან აზრაელ*!

   ცა ისეთია, მოჰგავს გააფ- ხნულს...
ჩემი ცხოვრება დაღლის ას რაელს*
და ემსგავსება შეშლილ გაზაფხულს...

თამთა მუმლაძე ✏

*რაელი- ხვანცალა ლიტ. პერსონაჟი;
*აზრაელი- სიკვდილის ანგელოზი (მუსლიმანურ სამყაროში).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი