* * *
არავითარი ,,კი...", ,,ჰო...", ან ,,მაგრამ..."
არავითარი მოგება, ნიშნის!
ამაზე მეტი ტკივილი ,,მაქ" რა,
როცა ,,სამშობლო" ,,ბრძოლის ველს" ნიშნავს!
დრომ მოიტანა, მწამს,
განა მიჯობს-
უღმრთო ტაძრებში ,,ამინ" და ,,ამენ"...
ამაზე უფრო რამ გამაგიჟოს,
როცა ქვეყანას შიგნიდან ჭამენ...
მიწა,- ნაფლეთი, ღობე და ნიში...-
გადავურჩინოთ, რაც შეგვრჩა, ნაგრამს...
არავითარი მოგება, ნიშნის,
არავითარი ,,კი...", ,,ჰო...", ან ,,მაგრამ..."!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი