,,თარეში..."
თავი ეხდება ვნების სარკოფაგს!
ეჭვი, შორს მდგარი, წუხს და ბოლთას სცემს!
წამიც და დაჰყრის ღვარძლებს საყოფად,
შესაბრალებლად- ღაწვზე შობს, მწამს, ცრემლს...
შენ დაფენილს კრეფ, ზეწრებს- ქვეშ ნაგებს...
კეკლუცად დგები ჩემთან პირისპირ
და რუდუნებით გვიშლი ქვეშაგებს-
ნაკეცი- ნაკეცს, პირი- პირის პირ...
გარეთ ქარია
და წულის ფენას
ფენა-ფენაზე ითრევს რინდებით!
შალეს- სილაღე...
შენ...
სულის ფრენა...-
როგორც თოლია- ისე ფრინდება...
და როს მოვრჩებით ,,თარეშებს სკვერში"-
ავყრით სათუთად გაშლილ ქვეშაგებს!
მე ,,ნალს" ავკეცავ და ჩავდებ სკივრში,
შენ ქარში დაჰფენ ზეწრებს- ქვეშ ნაგებს...
(კუთხეს კი ეჭვი,
ისევ
ბოლთას სცემს...)
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი