,,ჯალაბობა..."


⚫ ჯ ა ლ ა ბ ო ბ ა

ნთება* მსგავსად ფშისა გამოდინდა,
რვალით მიანიშნა ოხს,- შინ ვარო...
ქშინავს შეფეთქილი კამოდი და
მასზე- თეთრეულის ოხშივარი.

ქერა (გადაჭერილ ავ-სალტებით...)
თმაში წუხს ბრინჯაოს სავარცხელი...
ეტლით დაკეცილა ასფალტები,
მსგავსად- გადამშრალი სარეცხების...

წაბლის საკიდელთა გაიტაცეს
ჩითი, საწმისივით,- ოქროულის.
რადმე იჩურჩება გარეთაც ეს
მთვარე,- რიჟურაჟის ორეული*...

შინ თუ- ჯალაბობა... ბრა- წყეული
ტოკავს,- საცეცხლურის, ქოხში, კვარი;
გარეთ- ჭალები და ბროწეული;
თოკზე- თეთრეულის ოხშივარი...

✏

2022

*გზნება;
* ლანდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი