დილა- თებერვლის
● დილა
თებერვლის
ქუჩაში ვიღაც- ვიღაცას სულს ხდის...
ქუჩაში- ხმები... ხმები... და ჯაზი.
ქშინავს ტანდემი გამტვრეულ სუსხის
და გასრესილი, მკერდსავსე ჯავზის!
დილა- თებერვლის.
ჭირხლი აგრე ვნებს,
თითქოს, ამ ჭირხლით დამაკლოს რასმეს!
ცვლიან ლარებში რუბლებს და გრივნებს,
ვით ომის შემდეგ, უსულო რაზმელთ...
აწ გამოცვლილი, (მსგავსად მიმიკის,-)
მე ვაკვირდები ჯიქურ, ქალ-მარებს...
და ამ ასფალტზე ისე მიმილხინს,
როგორც ცივ ტბაში- შეშლილ კალმარებს...
ბუკინისტური სურნელი...
ძველის...
(თან, მაფშალია ხმელიან ,,ჯა"*-ს ზის...
ქუჩაში ვიღაც- ვიღაცას ,,წველის"...
დილა-თებერვლის.
ხმები...
და ჯაზი.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი