თოლია...


დაისი ფორთოხალს ედრება...
სიმაღლით- პალმების ტოლია.
შლეგ ტალღებს ფეხებში ედება-
თოლია! თოლია! თოლია!

გუნებას მოვარდნილს ვატან და 
მჭედელმა დილემა არგუნა!
იცლება ზაფხულის ვედანტა-
ბულვარი... ფიესტა... ლაგუნა...

აკვესებს ნიკელის ნაპერწკლებს-
ბამბუკზე პირველი თოვლია...
მოჰყვება, ქვიშიან ნაპირს, წყლებს-
თოლია!  თოლია... თოლია.

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი