დედაჩემო
თვალწინ- ასწლოვანი უნაბები,
ოდა, თავშალი და კარაული...
სულში- სიმშვიდის ზღვის მონაბერი,
დედა- ამ სიმშვიდის ყარაული.
ყველა ამოსუნთქვა,
და უჯრედი,
დილაც, ისეთია-
დედის დარი!
მიყვარს მაგიდებზე და უჯრაში-
ნარმა, სათითე და თითისტარი.
(...დღესაც ჩვენს უნაბთან იფეთქა მზემ,
ვდგავართ, როგორც სავსე ჩემოდნები...
ყველგან შენი სახე, სიფაქიზე,
დედა,
დედაჩემო,
ჩემო დედი,-
ყველგან...
და ჩურჩულიც, თურმე, ნიავს
მოაქვს, ჩემთვის ლოცვად!
მშობე- ბედად...)
მწვდება და სიცოცხლის სურნელი აქვს-
დედას,
მშობელ დედას,
მშობელ დედას...
თვალწინ- ასწლოვანი უნაბები,
ოდა, თავშალი და კარაული...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი