ალბათ
წვიმაა ჩემსას და ცის იარა
გაიხსნა...-
(მაინც დაჰყვა, ხომ, ნებას...)
და შენთან, ახლა, ნაწილს კი არა,
გავატარებდი, მე, მთელს ცხოვრებას!
ვშიშობდი, ახლა...
მჯეროდა და რის...
ვნაღვლობდი შენზე!- მერე და- რა ბევრს...-
ო, გეგონება, შენ, ალბათ, დარი
და იმედებით გახსნი დარაბებს
და სწყევლი წვიმას...-
,,სად არ იარა...
სად არ ეწაფა ტკბილ ტუჩთა შარბათს..."
ო, შენთან, ახლა, საათს კი არა-
მე, მთელს ცხოვრებას დავჰყოფდი,
ალბათ...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი