,,solus relictus..."
(არშემდგარი პაემანი...) მთავარ ციფერბლატზე ცამეტია, ღაწვზე- ნერვიული აელვება...- ღვარნი ფესვებივით ჩამოდიან, ჰგვანან გაზაფხულის გაელვებას. ისე ხვავდებიან პაემნები, როგორც ზვარაკები- საკურთხეველს... ,,ბირჟა"... მზესუმზირა... და ენები ყოველ მოკლე კაბას უკურთხებენ. ელვა... ნაფაზები... ო, ცის ხუთვაც... (ალბათ, სამართალი მოსწვდა, ღმერთის...) ექვსი საათი და ოცი წუთი... ... ექვსი საათი და ოცდაერთი... ... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი