გაზაფხულის წვიმა
თაღი ელვას, კაპზე- ტალით, ქსელად ჰკრავდა და აბამდა... როგორც დიდი კაპიტალი, ცამ ღრუბელი დააბანდა. ქარმა ცალა უბე, ბინა, კაეშანი, ბადა, ო, ღრმა... ცაცხვებს ისე უბიბინა, ვით ფაფარი ცხენებს დოღმა. ჩანს, ნისლებმაც მგლივ იარეს... სევდა მოზრდილ ცვილად ასკდა და ცას, როგორც მგლოვიარეს, გაზაფხულის წვიმა წასკდა. თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი