ორატორი
ორთქლმავალმა მიაკივლა ქალაქებს,
მიჯრით შედრკნენ ქათქათა ვაგონები...
ჩანს, ცხოვრება მოთმინებით ალაგებს,
რაც აღვრიე ჭაღარა, ვა-გონებით
და ბრძოლაში ჩამითრია.
(ჰეფესტო!)
ფალანგები მრავლდებიან...
(ო, რატომ...)
(ქატო- იქა, აქა იყოს, ჰე, ფეტვი...-
,,კორფუჯიდან" ხმა ეღვრება ორატორს.)
მივაღწიო შუა თებერვალს, ანდა მარტს...
(თებერვალიც, მგონი, ამ წლით კენტ არი.)
მიზიდავენ, ვით დამუხტულ ანდამატს
იზიდავენ პოლუსები- კენტავრი
და მაგიდის მოჭრიალე სახსარი.
ვკვდები ახლა,- მიჭირს ისე და თუკი,
ეფარება ზღვა იმედის სახლს სარო-
შორით მოსჩანს უფრო მცირე დადუქი.
...არხზე- წყარო და ცაცხვების ტყე არი-
გადასწვდება გადაშლილი მკლავით კორდს.
როგორც ბილიკს- გადაბმული ყევარი,
მზა თითები მიუყვება კლავიკორდს
(ვით არს ქალი, ნაბიჯებით- კაცური.)...
სიახლოვეს დავიტოვებ ორად-ორს!
ისმის შეშის და თითების ტკაცუნი...
ხმა უწყდება შავ ,,კორფუჯში" ორატორს.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი