აღარ ხარ
ნამუსი აჰხადა ზღვაურმა
ნიჟარებს და მოჰყვა ავ ხარხარს.
სველ კედლებს მოაწყდა ზღვა ურვად-
,,აღარ ხარ..."
გონება მაცდურის კერძად მხდის-
ფხიზელი გამიძელ, წამოც, და...
დაბრუნდი!-
მართლა არ გეძახდი...-
წამომცდა...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი