ფასი
ზიზღს მგვრიდა, ო, ისე, როს შიშველს ვუმზერდი ხმელ მკლავთა, მე, ტანდემს... როს გემს, დანებების დროშის ქვეშ, ჰგავდა, მოცურავეს, მეტადრე... იმძლავრეს კანაფის კონებმა,- ამ ღამეს, ,,შაითან", გავიტან! ავიღე კალამი- გონება ნესტიან კარიდან გავიდა. და მთებზე როგორი ჯანღია... ფასს ვიხდი მე, მცურავ გურუში- კონვერტში ბარათი ჩანს, ღია და შიგნით- სამიოდ ქურუში,- ვამსგავსე მოკვეთილს თემიდან, ცამეტი წამიც და- ეული. შკალაზე თოთხმეტი მთელი და წამები- სამი ათეული... რაფებზე აწვდილი ნამი სით მიიწევს... ო, იწვის ,,ქურაშიც" დრო, ჩემგან ახდილი ნამუსით და ფასით- სამიოდ ქურუში. თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი