ვენი ვიცი
●
ეგლებიან პურს მტრედები,
ეპუება ქარს, არავინ...
კედლებზე თრთის პორტრეტების
ვარდისფერი ქარავანი.
წაბლის კიბის ხვეულებმა,
არბენილმა ადრიანა,-
გარუჯული სხეულები
თასმებივით ატრიალა.
უერთდება მარათონს მზე,
ჩანს, სხეულის ენა იცის...
ერთით-ერთი.
მონიტორზე-
,,ვენი, ვიდი..."
,,ვენი, ვიცი..."
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი